"ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" კმაყოფილების ხარისხის გაზომვის სისტემის დანერგვას იწყებს
ავტორი: გურიის მოამბე
"ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" კმაყოფილების ხარისხის გაზომვის სისტემის დანერგვას იწყებს

 

ელექტრონული მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ელექტრონული პეტიციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  მოსახლოებისთვის გაწეული სერვისების შეფასების და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გაზომვის სისტემა ინერგება.

14 მარტს, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ოფისში გაიმართა პროექტის “ელექტრონული მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის“ პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ელექტრონული პეტიციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლოებისთვის გაწეული სერვისების შეფასების და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გაზომვის სისტემის დანერგვა.

პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა დისკუსია, რომლის  განმავლობაშიც ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის როლზე, ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. დამსწრეთა განცხადებით, მათთვის ხელსაყრელი იქნება ელექტრონული პეტიციის დანერგვა, ხოლო მუნიციპალური სერვისებით კმაყოფილების გამზომი სისტემა არამხოლოდ მოსახლეობას, არამედ თვითონ თვითმმართველობას გაუადვილებს შეაფასოს მის მიერ გაცემული სერვისები. მიღებული შედეგები გამოიყენოს მონიტორინგისა თუ ბიუჯეტირების დროს.

პროექტი ხორციელდება ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის  მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

 

 

'.$TEXT['print'].'