ჯუმათის წყალმომარაგების პროექტით შესაძლოა სამართალდამცავები დაინტერესდნენ
ავტორი: გურიის მოამბე
ჯუმათის წყალმომარაგების პროექტით შესაძლოა სამართალდამცავები დაინტერესდნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის თემში გასულ წელს დასრულებული, მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების პროექტით განხორციელებული სამუშაოები შესაძლოა სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ.

პროექტის დასრულებიდან ერთი წელიც კი არაა გასული და როგორც ადგილობრივები საუბრობენ წყალი გარკვეულ უბნებს ერთი კვირაა რაც ჩაერთო, თუმცა ხშირად წყდება.

მიზეზი, ჯუმათელების განცხადებით უვარგისი მილებია, რომლებიც ძალიან ხშირად მწყობრიდან გამოდის და არემარე იტბორება.

სოფელ ჯუმათის მცხოვრები  ნინო დარჩია - "წყალი გამოიყვანეს სოფელში, მაგრამ რატომღაც დაზიანდა, ბევრ ადგილზე გაიხსნა და სულ გადმოდის და გადმოდის. ეტყობა რაღაც შეფერხებებით გაკეთდა თუ რა მოხდა არ ვიცი, ვერ გეტყვით.  ჩვენ ახლა საცივის წყალი გვაქვს, რადგან ამ წყლით ვერ ვსარგებლობთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არ არის და  გვირჩევნია ისევ ძველი წყლით ვისარგებლოთ. პროექტი  შარშან დასრულდა  და უკვე გაფუჭებულია, ხშირად აკეთებენ ხოლმე ადგილობრივები. ხშირად გადადის გზიდან წყალი და აფუჭებს ყველაფერს, მაგრამ როგორც კი გაფუჭდება, მაშინვე შევატყობინებთ ხოლმე წყალმმართველობას და მოდიან შესაკეთებლად."

ნონა მექვაბიშვილი - "15 დღიდან სამ დღესაა ეს წყალი, სხვა დროს გაფუჭებულია. თვეში სულ ორჯერ მოდის წყალი. გაფუჭებულია ყველაფერი. ახლა დღეს კი მოდის წვეთები, მაგრამ ეს რაა. სკდება შლანგები, შლანგები კი არაა რეზინებია, და იმიტომ ფუჭდება . ხან სად ასხამს და ხან სად.. კი აკეთებს ხალხი, მაგრამ რად გინდა ორ დღეში ისევ არაა."

თუ მაგალითად ნაურმევში სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა, მძიმე ვითარებაა შუშანდარსა და იანეთში.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამუშაოები ზერელედ, უხარისხოდ ჩატარდა და მილების შეკეთება, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად მწყობრიდან გამოდის მოსახლეობას უწევს.

'.$TEXT['print'].'