გავრცელებული ინფორმაციით შემოსავლების სამსახურმა დავით დარჩია დააჯარიმა
ავტორი: გურიის მოამბე
გავრცელებული ინფორმაციით შემოსავლების სამსახურმა დავით დარჩია დააჯარიმა

გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია , 1000 (ათასი) ლარით დააჯარიმა.

როგორც "გურიის მოამბეს" აცნობეს, დაჯარიმების მიზეზი ის შეცდომები გახდა, რომელიც, დარჩიამ, სავალდებულო დეკლარაციის შევსებისას დაუშვა.

რედაქცია ამ ინფორმაციის გადამოწმებას საკრებულოს თავმჯდომარესთან ცდილობს, თუმცა ეს უკანასკნელი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ჩვენ დავუკავშირდით საკრებულოს პრეს სამსახურს, თუმცა დარჩიასთან დაკავშირება ვერც ამ გზით მოხერხდა.

შესაბამისად ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება ან უარყოფა ამ წუთამდე ვერ შევძელით.

"გურიის მოამბე" ამ თემას ხვალ დაუბრუნდება და შეეცდება გაარკვიოს შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს და კიდევ სხვა რომელი თანამდებობის პირები მოხვდნენ გურიიდან, დაჯარიმებულთა სიაში, დეკლარაციების არასწორად შევსების გამო.

'.$TEXT['print'].'