დავით დარჩია:"არანაირი ხარვეზი ჩემს მიერ შევსებულ დეკლარაციაში არ არის"
ავტორი: გურიის მოამბე
დავით დარჩია:"არანაირი ხარვეზი ჩემს მიერ შევსებულ დეკლარაციაში არ არის"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. დავით დარჩია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, შემოსავლების სამსახურის მიერ, შევსებულ დეკლარაციაში ხარვეზების გამო, მის დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

ეს ინფორმაცია, გუშინ "გურიის მოამბემ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა როგორც დათქმაში იყო ნათქვამი, ინფორმაცია არაოფიციალური იყო და ხდებოდა მისი გადამოწმება უშუალოდ ოზურგეთის საკრებულოში.

ოზურგეთის საკრებულომ დღეს მოგვაწოდა ოფიციალური განმარტება, რომელშიც ნათქვამია:

"დავით დარჩიამ გასული წლის დეკლარაცია შეავსო 2017 წლის ოქტომბერში, რომელზედაც ჯარიმა არ მოსვლია. ამ წლის დეკლარაციის შევსება კი მოხდება 2018 წლის შემოდგომაზე,საანგარიშო პერიოდის დადგომისას"-ციტატის დასასრული.

'.$TEXT['print'].'