ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 2 დასუფთავების მანქანა შეიძინა.
„ფორდ-ტრანზიტის“ მარკის დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება.
„ახალი ტექნიკის გამოყენებით შევძლებთ კიდევ უფრო მეტად დალაგებული და მოწესრიგებული ქალაქი გვქონდეს. შევიძინეთ 2 ერთეული ტექნიკა, რომელიც ა(ა)ი.პ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვისცენტრს“ გადაეცემა. ამით კიდევ უფრო გაუმჯობესდა ჩვენი ავტოპარკი,“ - განაცხადა ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.