"მერცხალმა" კვლავ წააგო - თუმცა ბოლო ადგილს თავი მაინც დააღწია
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალმა" კვლავ წააგო - თუმცა ბოლო ადგილს თავი მაინც დააღწია

რეგიონალლიგის დასავლეთ ზონის ბ ჯგუფში, სადაც ოზურგეთის "მერცხალი" ასპარეზობს, დღეს, მე-10 ტურის მატჩები გაიმართა.

ოზურგეთელებმა საკუთარ "მეგობრობაზე" ბათუმის "მეტა" მიიღეს და 1-2 დამარცხდნენ.

თუმცა "მერცხალმა" თავი ბოლო ადგილს მაინც დააღწია, რადგან წინა მე-9 ტურში, 4 ივნისს, ხულოში ასულს, ადგილობრივი "ხიხანი" სათამაშოდ არ გამოუცხადდა და სავარაუდოდ მოგება ჩაეთვლება და იმავე "ხიხანს" ქულებითაც გადაასწრებს.

მაგრამ, "ხიხანს" არც დღეს არ უთამაშია, აქედან გამომდინარე შესაძლოა სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა ის გათამაშებას ჩამოაშოროს (ამ შემთხვევაში ხულო, ლესიჭინეს შემდეგ, მეორე გუნდი იქნება, რომელიც გათამაშებიდან მოიხსნება ისედაც მწირგუნდა რეგიონალლიგის დასავლეთის ზონის ბ ჯგუფში), და "მერცხალიც" კვლავ ბოლო ადგილს დაუბრუნდება.

მორიგი მე-11 ტურის მატჩს ოზურგეთელები 26 ივნისს გამართავენ და ზუგდიდში "ოდიში 1919"-ს ესტუმრებიან.

 

'.$TEXT['print'].'