ოზურგეთის საკრებულოს "ოცნების" დეპუტატების ისტერიული FB აქცია
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის საკრებულოს "ოცნების" დეპუტატების ისტერიული FB აქცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, მისი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, "ოცნების" დეპუტატები დღეს მთელი დღის განმავლობაში საკუთარ ფეისბუკ გვერდებზე აზიარებდნენ ვიდეო კლიპს სახელწოდებით-"10 ივნისს არა, ნაც-ჯალათების მასკარადს!

ვიდეოს, რომელსაც აქვს წარწერა +18, ფონად გასდევს მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და როლანდ ახალაიას ფოტოები, ასევე ნაჩვენებია გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის მკვლელობის კადრები. ასევე აქციების დარბევისა და რამდენიმე წამი ციხის კადრებიდან. 

"ისინი აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას" -ეს არის ერთ წუთიან ვიდეო კლიპის ძირითადი შინაარსი, რის საფუძველზეც მნახველებს მოუწოდებენ რომ არა უთხრან 10 ივნისის აქციას და მთელ ამ "მასკარადს".

"ოცნების" საკრებულოს დეპუტატების ერთობლივ ე.წ ფეისბუქ აქციას ეხმაურება ამავე საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბესო ქატამაძე: 

"ოზურგეთის საკრებულოს ოცნების უმრავლესობის ერთობლივი პანიკა fb-გვერდებზე.

მინდა ვუთხრა ბიძინაზე მიყიდულებს, ჩვენ განახლებული ნაციონალები ვართ ნაც ჯალათები და თქვენ, რომლებსაც საკრებულოში 10-მდე ყოფილი ნაციონალი დეპუტატი გიზით და უფრო მეტიც, ოზურგეთის პარტიის თავჯდომარეს ნაციონალები საარჩევნო კაპანიას რომ უფინასებდნენ, ფრთიანი ანგელოზები არა? 001 ენმ-ოზურგეთის მანდატს სახლში რო ინახავთ ეგეც არაფერი ხო"?

'.$TEXT['print'].'