თავდასხმა ლანჩხუთში - გადადგება თუ არა ოზურგეთის პოლიციის უფროსი
ავტორი: გურიის მოამბე
თავდასხმა ლანჩხუთში - გადადგება თუ არა ოზურგეთის პოლიციის უფროსი

რას წერდა 1905 წელს გაზეთი "ივერია" - გურია

3 თებერვალს ქ. ოზურგეთში უნდა წასულიყო ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია, მაგრამ სხვა დროისთვის გადასდეს. ამბობენ, ადმინისტრაციამ შეატყობინა სასამართლოს, რომ სესიის შესვლა ქალ: ოზურგეთში საშიშიაო.(ნ.ო.)

3 თებერვალს ლანჩხუთის პოლიციის ბოქაულის კვაშალის სახლს 37-ჯერ ესროლეს ბერდანის თოფი, მაგრამ არავინ არც მოუკლავთ და არც დაუჭრიათო. ხმა დადის, ოზურგეთის მაზრის მთელი პოლიცია სამსახურიდგან გადადგომას აპირებსო. სუფსის ნაწილის ბოქაული ქავთარაძე უკვე გადამდგარა სამსახურიდგან. (ნ.ო)

გაზეთი "ივერია" გვ: 2; #20; 10 თებერვალი; 1905 წელი; 

 

'.$TEXT['print'].'