ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ შემოქმედის კოლორიტი გარდაიცვალა
ავტორი: გურიის მოამბე
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ შემოქმედის კოლორიტი გარდაიცვალა

გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფლის საპატიო მკვიდრი, შემოქმედის კოლორიტი ლევან გორგაძე, მეტსახელად "პიო" გარდაიცვალა.

ლევან გორგაძეს ბავშვობაში გადატანილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, რამდენიმე ათეული წელია ყურთასმენა დაკარგული ჰქონდა.

ის ნებისმიერი ადგილობრივისთვის, ყოველთვის საპატიო და განსაკუთრებული სტუმარი იყო.

მას სოფლის საპატიო მკვიდრის წოდება, გასულ წელს, "შემოქმედობის" სახალხო დღესასწაულზე მიენიჭა.

გუშინ, საღამოს კი, საათებში  მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, "პიო" გარდაიცვალა. მას მსუბუქი ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა.

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, მომხად ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღცევას გულისხმობს,, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

'.$TEXT['print'].'