"მიგვაჩნია, რომ კულტურა არის საუკეთესო საშუალება ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის" - გოგი ინწკირველი
ავტორი: გურიის მოამბე
"მიგვაჩნია, რომ კულტურა არის საუკეთესო საშუალება ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის" - გოგი ინწკირველი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-9 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.
ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ბელორუსიის, უკრაინის და სლოვაკეთის დელეგაციებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ და მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა, კომუნიკაციის სამსახურის უფროსმა, გიორგი ინწკირველმა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. 
ფესტივალის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„მადლობას გიხდით ოზურგეთის მერიის სახელით ფესტივალში მონაწილობისთვის, ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ დელეგაციებს მეგობარი სახელმწიფოებიდან, მიგვაჩნია, რომ კულტურა არის საუკეთესო საშუალება ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის კეთილგანწყობის, მეგობრობისა და კარგი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებისთვის,“- აღნიშნა მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსმა, გიორგი ინწკირველმა. 
კონკურს - ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეცხრედ ჩატარდა.
გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი ,,არტ-გურიას“, მერიის კულტურის, სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ასევე, ა.(ა)ი. პ. მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.

'.$TEXT['print'].'