ოზურგეთის ყოფილი მერის ობიექტებს ბანკი აუქციონზე ყიდის-სიორიძის "წარმატებული" ბიზნესი
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ყოფილი მერის ობიექტებს ბანკი აუქციონზე ყიდის-სიორიძის "წარმატებული" ბიზნესი
ოზურგეთის ყოფილი მერის ობიექტებს ბანკი აუქციონზე ყიდის-სიორიძის "წარმატებული" ბიზნესი
ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის კუთვნილ გურიანთის სასათბურე მეურნეობას, "თიბისი ბანკი" აუქციონზე ყიდის.
მიზეზი, ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" სასათბურე მეურნეობის ყოფილმა თანამშრომლებმა განუცხადეს.
მათივე განცხადებით, მას შემდეგ რაც აღნიშნული სასათბურე მეურნეობა სიორიძიდან ბანკის საკუთრებაში გადავიდა ის მთლიანად გაიძარცვა:
"უხელფასოდ ვმუშაობდით, არ გვინდოდა, უპატრონოდ დაგვეტოვებინა - იყო დანადგარები, იყო ძრავები , წყალსაქაჩები. გასული წლის სექტემბერში წამოვედით და მერე ყველაფერი დაიკარგა, ახლა მანდ უკვე არაფერი არაა, ყველაფერი მოიპარეს - არც წყალსაქაჩებია, არც ძრავებია, "კაჩიგარია" იყო ისეთი, სამი ძრავი ჰქონდა , სამი ცალი წყალსაქაჩი იყო, წყლის წვეთოვანები იყო, გამაგრილებლები იყო - ყველაფერი დაიკარგა, მოიპარეს.. "თიბისი ბანკმა" რომ ჩაიბარა , მერე მოიპარეს. "თიბისი ბანკიდან" იყო მოსული უფროსობა და ჩვენ არ წაგვიღიაო, "ზუბილითაა" მოჭრილი ძრავები, სიორიძეს რომ წაეღო მოხსნიდა პირდაპირ, მოჭრილია ისე რომ მოპარულს გავს. გურიანთის სასათბურე მეურნეობა არ არსებობს, ყველაფერი განადგურებულია. ახლა ბანკი უკვე ყიდის, აწერია იყიდებაო მაგრამ პატრონი არ ჩანს არავინ და რა გამოდის" - უყვება "გურიის მოამბეს" სასათბურე მეურნეობის ყოფილი თანამშრომელი, გონერი ჭეიშვილი.
"გურიის მოამბემ" შსს-ში გადაამოწმა, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და საერთოდ თუ მიმდინარეობს, თუმცა როგორც შსს-ის პრესსამსახური იუწყება, მათთვის სათბურის ქურდობის ფაქტზე არავის მიუმართავს.
გურიანთის სასათბურე მეურნეობა სიორიძემ სახელმწიფო გრანტით ააშენა რამდენიმე წლის განმავლობაში ოზურგეთის ბაზარზე ის კიტრიტა და პომიდვრით ვაჭრობდა.
'.$TEXT['print'].'