"ავყროლდით გვიშველეთ!" "სად არის დასუფთავების სამსახური" - რედაქციაში ზარები არ წყდება
ავტორი: გურიის მოამბე
"ავყროლდით გვიშველეთ!" "სად არის დასუფთავების სამსახური" - რედაქციაში ზარები არ წყდება

ოზურგეთის მოსახლეობა სანაგვე ურნების სუნმა შეაწუხა.

ბოლო რამდენიმე დღეა "გურიის მოამბეს" რედაქციაში  ქალაქ ოზურგეთის უამრავი მაცხოვრებელი რეკავს სანაგვე ურნების პრობლემასთან დაკავშირებით.

მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ ქალაქის ქუჩებში განთავსებული სანაგვე ურნების დამუშავება სპეციალური ხსნარით არ ხდება და ქალაქი მძაფრმა, უსიამოვნო სუნმა "წაიღო".

"ავყროლდით გვიშველეთ!" "სად არის დასუფთავების სამსახური" ამ და მსგავსი შეკითხვებითა თუ შეძახილებით რედაქციაში ზარები არ წყდება.

"გურიის მოამბე" ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსს, თენგიზ ქუტიძეს დაუკავშირდა:

"გვაქვს ყველა საჭირო პრეპარატი და ხსნარი, მიმდინარეობს ურნების დამუშავება, სამწუხაროდ სამუშაო, რომელსაც ჩვენი სამსახურის თანამშრომლები პერიოდულად ასრულებენ შრომატევადია და მთლიანად, მთელი ტერიტორიის მოცვას, დაახლოებით 1 200 ურნა გვაქვს, რამდენიმე დღეს სჭირდევბა, თანაც ეს ყოველივე ადრე დილით ან გვიან რამით უნდა მოხდეს, როცა ურნა ცარიელია, ამიტომ ჭიანურდება, თუმცა ამ ჯერზეც ეს სამუსაოები დაწყებულია და რამდენიმე დღეში დავასრულებთ" - გვითხრა ქუტიძემ.

'.$TEXT['print'].'