უხარისხოდ შესრულებულმა პროექტებმა მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა-აუდიტის სკანდალური დასკვნა
ავტორი: გურიის მოამბე
უხარისხოდ შესრულებულმა პროექტებმა მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა-აუდიტის სკანდალური დასკვნა

 

"მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ან არასათანადოდ დაგეგმეს სამუშაოები და არ გაითვალისწინეს შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები, ან ჩაიბარეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ნებისმიერ შემთხვევაში ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს" ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც "გურიის მოამბეს" ამ დღეებში მოგვაწოდეს.

აუდიტის სამსახური ოზურგეთის ყოფილი თემთა გამგეობის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, განხორციელებული პროექტებით შესრულებული სამუშაოებზე სვამს კითხვის ნიშნებს და ოზურგეთის მერიას სასწრაფოდ ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს:

"მიზანშეწონილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი დარგის ექსპერტებთან ერთად შეისწავლოს ვაკიჯვარი მთისპირის გზაზე მოწყობილი ასფალტის საფარის დაზიანების მიზეზები და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებებიარსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გამოწვეულია არაობიექტური გარემოებებით, არამედ არასწორი დაგეგმვით ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები"-აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

სახელმწიფო აუდიტს, თავის დასკვნაში, სამაგალითოდ, 2014-17 წლებში, რამდენიმე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოყავს:

2017 წელს, ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუსაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "გზები და კეთილმოწყობამ". გაფორმებული ხელშეკრულების სესაბამისად, შესრულებული სამუსაოების ღირებულებამ შეადგინა 811 ათასი ლარი.

საბოლოო მიღება ჩაბარება განხორციელდა 2017 წლის 13 ნოემბერს.

2018 წლის 9 მარტს, აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა დაგებული ასფალტბეტონის გზა. შედეგად გამოვლინდა, რომ რეაბილიტირებული გზის საფარი რამდენიმე ადგილზე უკვე დაზიანებულია. კერძოდ გზის მონაკვეთებზე შეინიშნება ბზარები, ხოლო გზის რამდენიმე მონაკვეამოჭრილია და შეკეთებულია მიწახრეშოვანი ნარევით.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი მდებარეობდა მეწყრულ ზონაში და 2017 წლის ოქტომბერში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. მიმწოდებელმა გზის აღსადგენად ცაატარა დამატებითი სამუშაოები, თუმცა საფარის სრულად აღდგენა ვეღარ მოხერხდა. აღნიშნული განმარტება ვერ ჩაითვლება დაზიანებული სამუშაოების ცაბარების ობიექტურ საფუძვლად, რადგან თუ გზის გარკვეულ მონაკვეთებში იყო მეწყერული ზონები, გამგეობის შესაბამის პასუხისმგებელ სამსახურებს ეს გარემოება მხედველობაში უნდა მიეღოთსაპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე, რითაც მოცემული შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.

ამრიგად, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ან არასათანადოდ დაგეგმეს სამუშაოები და არ გაითვალისწინეს შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები, ან ჩაიბარეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ნებისმიერ შემთხვევაში ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს.

"მუნიციპალიტეტი ვალდებულია ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმოს და განახორციელოს ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩაიბაროს მაღალი ხარისხით შესრულებული მშენებლობა"-ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

 

'.$TEXT['print'].'