სახელმწიფო აუდიტის დასკვნა-ქალაქ ოზურგეთის მერიამ ქუჩებში ჯერ ასფალტი დააგო შემდეგ კი გადათხარა
ავტორი: გურიის მოამბე
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა-ქალაქ ოზურგეთის მერიამ ქუჩებში ჯერ ასფალტი დააგო შემდეგ კი გადათხარა

აუდიტის სამსახური ოზურგეთის ყოფილი თემთა გამგეობის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, განხორციელებული პროექტებით შესრულებული სამუშაოებზე სვამს კითხვის ნიშნებს და ოზურგეთის მერიას სასწრაფოდ ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს:

"2016 წლის ივნისსა და და აგვისტოში ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,გზამშენ 18"-ს შორის ელექტრონული ტენდერის საშუალებით  გაფორმდა ორი ხელშეკრულება - დაზიანებული ქუჩების სავალი ნაწილის მოასფალტების სამუშაოებზე, სახელშეკრუბლო ღირებულებით, მილიონ 132.0 ათასი ლარი.

აღნიშნული ხელშეკრულებები  ითვალისწინებდა აკაკის, გუგუნავას, წულაძის, პეტრიწის, ეპისკოპოსის, ფარნავაზ მეფის, გამსახურდიას, რუსთაველის, წუწუნავას, წიტაიშვილის პუშკინის, მოსკოვისა და გაგარინის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ხელშეკრულების ფარგლებში  შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, ჯამში 1 მილიონ 315.0 ათასი ლარი შეადგინა.

2018 წლის 9 მარტს, აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმოამდგენელთან ერთად დაათვალიერა ხელშეკრულების ფარგლებში დაზიანებული ქუჩების  მოასფალტების სამუშაოები. შედეგად აგმოჩნდა, რომ აკაკისა და რუსთაველის ქუჩების რეაბილიტირებული გზების რამდენიმე მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი ამოჭრილი და დაზიანებულია ამორტიზირებული კანალიზაციისა და წყალასადენი ქსელების რეაბილიტაციის გამო, რომელსაც 2017 წლის დეკემბრიდან ახორციელებს შპს ,, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია'' აუდიტის ჯგუფის  მიერ საკითხით  დაინტერესების შემდგომმა მუნიციპალიტეტმა მიმართა ,, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას'' არსებული დაზაინებები გამოსწორების მიზნით" - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში..

აუდიტი აცხადებს, რომ, მიწისქვედა კომუნიაკაციების მოსაწესრიგებლად, მუნიციპალური გზის გაჭრა საჭიროებს მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვას. ნებართვით განისაზღვრება სამუშაოების დაწყებისა და დასრულების პერიოდი. აღნიშულ პერიოდში, ნებართვის მიმღებმა პირმა უნდა უზრუნველოყოს დაზიანებული საფარის გზის აღდგენა, იმ შემთხევაში თუ იგი არ ახდენს დაზიანებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  აღდგენას, გამგეობა ვალდებულია გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები აღნიშნული პირის მიმართ.

აქედან გამომდინარე სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს ოზურგეთის მერიას, რომ, მან დაადგინოს დაზიანებული გზების აღდგენაზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები.

რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-17 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გაავრცელა.

თუმცა ეს დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ანგარიშით ცნობილი ხდება რომ აღნიშნულ წლებში ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტებშია ადგილი ქონდა არნახული მასშტაბის კორუფციას

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'