რა ვირუსი მძვინვარებს ოზურგეთის მერიაში ?! - საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი "ბიულეტენზეა"
ავტორი: გურიის მოამბე
რა ვირუსი მძვინვარებს ოზურგეთის მერიაში ?! - საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი "ბიულეტენზეა"

 

გავრცელებული ინფორმაციით,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაურკვეველი ეპიდემიით თუ ვირუსით ადამიანები პერმანენტულად ავადდებიან და საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენი) მოშველიებით სამსახურში არ დადიან. სავარაუდოდ, ისინი  მკურნალობის  კურსს გადიან.

ბიულეტენების სეზონი , მიმდინარე წლის დასაწყისში, სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ დუმბაძემ გახსნა, რომელიც ზედიზედ რამდენჯერმე  იძულებული გახდა საავადმყოფოსთვის მიემართა.

თამარ დუმბაძემ შუალედებში  უფასო შვებულებაც აიღო( როგორც სარწმუნო წყარო გვიმტკიცებს, მსგავსი რეკომენდაცია არა ექიმება არამედ ,,ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ  საგანგებო თათბირზე დედაქალაქიდან ჩამოსულმა პარტიის მაღალჩინოსანებმა მისცეს).

სოციალური სამსახურის უფროსს  შიდა  აუდიტის სამსახურის უფროსი, კობა ხაბალაშვილი მიყვა, რომელიც ასევე კარგა ხანი ავადმყოფობდა.

მოგვიანებით მათ  თითქმის ერთდროულად  შეძლეს ძალების მოკრება, თუმცა , როგორც იგივე წყარო  გვიყვება, ახლა კვლავ  ერთდროულად  ავად კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად გახდნენ.

ამ დროისათვის უცნობი "ვირუსით" მკურნალობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 10-მდე თანამშრომელი, რომელთა  შორისაა ისევ კობა ხაბალაშვილი,ისევ თამარ დუმბაძე, მარიკა ნაცვალაძე, სალომე კურდღელაშვილი,   ხათუნა სურგულაძე და სხვა.

მათი დაავადებების უცნაურობას ისიც ამტკიცებს, რომ  ეს ადამიანები სამსახურის მიღმა  ყველგან უპრობლემოდ  ახერხებენ   ყოფნას, საქმიანობას  და საზოგადოებრივ აქტიურობას.

,,გურიის მოამბე“ ცდილობს ამ უცნაური ვირუსის თაობაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვოს, რისგან არის ის გამოწვეული, მართლა "წელკავი" დაემართათ "ქართული ოცნების" აქტივისტებს თუ ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებითაა განპირობებუილი.

რაც შეეხება მერიის თანამშრომლებს - მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

 

 

'.$TEXT['print'].'