დაკარგული 22 ათასი და დარღვეული კანონი ამწე კალათის შეძენისას - აუდიტის სკანდალური დასკვნა
ავტორი: გურიის მოამბე
დაკარგული 22 ათასი და დარღვეული კანონი ამწე კალათის შეძენისას - აუდიტის სკანდალური დასკვნა

რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-17 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გაავრცელა.

თუმცა ეს დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ანგარიშით ცნობილი ხდება რომ აღნიშნულ წლებში ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტებშია ადგილი ქონდა არნახული მასშტაბის კორუფციას

დასკვნაში ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის მიერ ამწე კალათის შეძენას სპეციალური თავი აქვს დათმობილი

სპეციალური დანიშნულების ავტომანქანის (ამწე კალათის) შესყიდვა

2017 წლის 31 მარტს, მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სპეცდანიშნულების ავტომანქანის (ამწე კალათა) შესყიდვაზე სავარაუდო ღირებულებით, 60.0 ათასი ლარი. მიწოდების ვადად განსაზღვრული იყო 45 კალენდალური დღე, რადგან აღნიშნული ტექნიკა ქვეყნის შიგნით არ იწარმოება და საჭიროებს საზღვარგარეთიდან ტრანსპორტირებას, რაც დროსთან არის დაკავშირებული. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პირმა და საბოლოოდ, ხელშეკრულება გაუფორმდა ი/მ გიორგი ზაზაძეს ღირებულებით 57.0 ათასი ლარი.

2017 წლის 15 ივნისს მუნიციპალიტეტის სამუშაო  ჯგუფმა შეამოწმა ი/მ გიორგი ზაზაძის მიერ წამრმოდგენილი ავტომანქანა. შემოწმების აქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღენიშნებოდა სხვადასხვა  ადგილას კოროზია, შელახული იყო სალონი და შეინიშნებოდა დაზიანებები, რის გამოც მუნიციპალიტეტმა უარი თქვა ტექნიკის ჩაბარებაზე.

გიორგი ზაზაძემ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა ხელშეკრულების შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ ავტომანქანის ჩაბარება.

სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ი/მ გიორგი ზაზაძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანის მიღების ვალდებულების დაკისრებას მუნიციპალიტეტისათვის, სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა, რადგან გასული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

2017 წლის 21 ივლისს მუნიციპალიტეტმა ამწე კალათის შესყიდვაზე გამოაცხადა ახალი ტენდერი (40) გაზრდილი სავარაუდო ღირებულებით- 82.5 ათასი ლარი.. ახალი სატენდერო პირობებით შეიცვალა შესასყიდი ტექნიკის პარამეტრები, კერძოდ გაიზარდა გამოშვების წელი - 2002 წლის ნაცვლად 2006 წლით და ზემოთ; გარბენი - არა უმეტეს 150 ათასის ნაცვლად, არა უმეტეს 100 ათასით; ამწე კალათის გაშლის სიგრძე - 12 მეტრის ნაცვლად, არანაკლებ 20 მეტრით. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ წარმოიდგინეს საკმარისი და შესაფარისი მტკიცებულება იმისა, თუ რა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა ეს ცვლილება, მათ შორის რამდენად საჭირო იყო მუნიცაპალიტეტისათვის ამწე კალათა 20 მეტრის გაშლის სიგრძით.

საბოლოოდ, შეცვლილი პარამეტრების გამო  სავარაუდო ღირებულება გაიზარდა 60 ათასი ლარიდან 82.5 ათას ლარამდე. სატენდერო პირობების მიხედვით  45 დღიდან 10 დღემდე შემცირდა ტექნიკის მიწოდების ვადა. რადგან აღნიშნული ტექნიკა ძირითადად საჭიროებს საზღვარგარეთიდან ტრანსპორტირებას, მოცემული პირობა  კონკურენციის შეზღუდვის წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. საბოლოო ჯამში, ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრედედენტმა, რომლისგანაც მუნიციპალიტეტმა 82.5 ათას ლარად შეისყიდა ავტომანქანა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ტურისტული სეზონის მოახლოებით გამო შეკვეთილის, ურეკის და ,,შავი ზღვის არენას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელი 'სასწრაფოდ საჭიროებდა შეკეთებას. შესაბამისად მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბაზრის კვლევის დროს მხედველობაში მიეღოთ, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებული სატრანსორტო საშუალებები, რადგან სპეციალური ტექნიკის შემოყვანას დასჭირდებოდა უფრო მეტი დრო. გამგეობიდან მიღებული განმარტება ვერ ჩაითვლება სატენდერო დოკუმენტაციაში კონკურენციის შემზღუდავი პირობების ჩაწერის საკმარის საფუძვლად, რადგან მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტი ვალდებულია შესყიდვა განახორციელოს, ისე, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კონკურენტული გარემოს შექმნას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მუნიციპალიტეტმა განმეორებით ტენდერში პირობების შეცვლით შეზღუდა კონკურენცია და ყველა დაინტერესებულ პირს არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო შესყიდვაში. შედეგად, მუნიციპალიტეტის  პასუხსიმგებელი პირების ქმედებით დაირღვა საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობა და გამგეობამ 22.5 ათასი ლარის არაეკონომიური ხარჯი გასწია.

აუდიტის სამსახური დასკვნაში წერს:" სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შესყიდვის დროს მუნიციპალიტეტი ვალდებული სატენდერო პირობები განსაზღვროს ისე, რომ თავიდან აიცილოს უხარისხო ტექნიკის შეძენა. ასევე საჯარო ფინანსების ეკონომიური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით, სატენდერო პირობები უნდა Aშედგეს, ისე რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი კონკურენტული გარემო, ხოლო ტექნიკის მახასიათებლები განსაზღვრული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე".

 

'.$TEXT['print'].'