სახელმწიფო აუდიტი შიდა აუდიტის საქმიანობას აკრიტიკებს-აუდიტის სკანდალური დასკვნა
ავტორი: გურიის მოამბე
სახელმწიფო აუდიტი შიდა აუდიტის საქმიანობას აკრიტიკებს-აუდიტის სკანდალური დასკვნა

"2016-2017 წლებში შიდა აუდიტის მიერ არ შემოწმებულა არცერთი სამსახური, რომელიც მუნიციპალიტეტის მართვის სისტემის ძირითად ნაწილს წარმოადგენს"-ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ დასკვნაში

რამდენიმე დღის წინ ტვ "იმედმა" გადაცემა "იმედის დილაში" გაავრცელა სიუჟეტი ოზურგეთის მერის საქმიანობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ სიუჟეტში მოხვდა ოზურგეთის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის ინტერვიუც, სადაც ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ მოქმედი მერი მას და მის სამსახურს არ აძლევს ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას.

არადა მობილობამდე კობა ხაბალაშვილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტს ხელმძღვანელობდა-სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კი ყველაზე მეტი შენიშვნა სწორედ ამ სამსახურისადმი აქვს უმაქნისობის გამო.

გთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც შიდა აუდიტის საქმიანობას სეეხება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე კობა ხაბალაშვილი თანამდებობიდან დათხოვას ექვემდებარება.

"შიდა  აუდიტის სამსახურის მიზანია დაეხმაროს მუნიციპალიტეტს იმ პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელებაში, რომლებიც დააადგინა ხელმძღვანელობამ, მოწესრიგებული და ეფექტიანი მართვის მიზნით, მათ შორის, აქტივების დასაცავად, თაღლითობისა და შეცდომების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების სიზუსტისა და სისრულის უზრუნველსაყოფად, ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად  და სხვ.

დასახული ამოცანების მისაღწევად შიდა სამსახურის აუდიტი შეიმუშავებს  რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საქმიანობის  ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ზრდას.

ორაგნიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შიდა აუდიტორიულ ანაგრიშში ასახულ რეკომედაციებზე შესაბამისი რეაგირება. ის პასუხისმგებელია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის  მონიტორინგსა და შეფასებაზე. მონიტორინგი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორიული ანგარიშით გათვალისწინებული რეკომედაციების დროულ და შესაბამის შესრულებას.

თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ თემ- ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილია     შიდ  აუდიტის სამსახური. სამსახური უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში  ჩაატაროს სისტემური შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს; რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება  დაფინანსების გამოყენება; არის თუ არა სრულყოფილად დანერგილი მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ.

2016-2017 წლებში ქალაქ ოზურგეთისა და თვითმმართველი თემი- ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს შემოწმებული აქვთ მხოლოდ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები. ამ პერიოდში არ მომხდარა მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების შემოწმება.

შიდა აუდიტის სამსახურმა შესწავლისათვის ობიექტები უნდა შეარჩიოს იმგვარად, რომ მოიცვას  მუნინიციპალიტეტის საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი სფერო. მიუხედავად ამისა, 2016-2017 წლებში არ შემოწმებულა არცერთი სამსახური, რომელიც მუნიციპალიტეტის მართვის სისტემის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და რომლის მეშვეობითაც მუნიციპალიტეტი ანხორციელებს საკუთარ უფლეაბამოსილებებს. შედეგად შიდა  აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში  არსებითი უზუსტობის გამოვლენა და იმ დარღვევა-ნაკლოვანებების თავიდან აცილება, რომლებიც აღწერილია სახელმწიფო აუდიტის ანგარიში"-ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-17 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე მუშაობა დაასრულა.

თუმცა ეს დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ანგარიშით ცნობილი ხდება რომ აღნიშნულ წლებში ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტებში ადგილი ქონდა არნახული მასშტაბის კორუფციას

'.$TEXT['print'].'