ვინ დგას წინასაარჩევნოდ ამუშავებული "ტროლების ქარხანის" უკან?
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ დგას წინასაარჩევნოდ ამუშავებული "ტროლების ქარხანის" უკან?

"არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ და ფა­შის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ის არის, რომ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გაჩ­ნდა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გვერ­დე­ბი, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­ზე ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლომ" გა­ავ­რცე­ლა.

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ე.წ ტრო­ლე­ბის ქარ­ხნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე მათი გავ­ლე­ნი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წევ­რებ­მაც აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს.

იმის გა­სარ­კვე­ვად, მარ­თლა გვაქვს თუ არა საქ­მე „ტრო­ლე­ბის ქარ­ხა­ნას­თან“ და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბას­თან, იმ Facebook-გვერ­დებს გა­დავ­ხე­დეთ, რომ­ლე­ბიც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" მოგ­ვა­წო­და და რო­მელ­ზეც, მათი გან­მარ­ტე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა სა­ხის მა­სა­ლე­ბი გა­მოჩ­ნდა.

ერთ-ერთი ასე­თი გვერ­დია "ჩვე­ნი დრო­ის გმი­რი" - AMBEBI.GE-ის მიერ შეს­წავ­ლილ სხვა გვერ­დებ­თან შე­და­რე­ბით, მას ყვე­ლა­ზე მეტი მომ­წო­ნე­ბე­ლი ჰყავს - 12 ათა­სი.

პირ­ვე­ლი­ვე პოს­ტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ გვერ­დზე გვხვდე­ბა, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს გრი­გოლ ვა­შა­ძეს ეხე­ბა და მი­სად­მი სარ­კას­ტულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ავ­ლენს. აქვე შეხ­ვდე­ბით ფო­ტოს, სა­დაც ვა­შა­ძე კრემ­ლის ლი­დერს ვლა­დი­მერ პუ­ტინს უჭი­რავს ხელ­ში და პოს­ტერს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გრი­გოლ ვა­შა­ძის მე­უღ­ლე - პრი­მა ბა­ლე­რი­ნა ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის დღეს მოს­კოვ­ში იცეკ­ვა, წარ­წე­რა კი გვა­ტყო­ბი­ნებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ამ ფაქ­ტზე დუმს.

კონ­ტენ­ტის დიდი ნა­წი­ლი ასე­ვე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, კონ­კრე­ტუ­ლად ბაია პა­ტა­რა­ი­ას, სულ­ხან სა­ლა­ძე­სა და ეკა გი­გა­ურს.

„ეს დრო­ში ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად ემ­თხვე­ვა ერ­თგვარ შტურმს, რაც სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­სად­მი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და თა­ვის­თა­ვად გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ შე­საძ­ლოა ეს იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­თან იგი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შექ­მნას" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში საია-ს თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან სა­ლა­ძე და გან­მარ­ტავს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მელ­საც პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს, არის: ვინ დგას მსგავ­სი გვერ­დე­ბის უკან, ვინ აფი­ნან­სებს და ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის მათი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

 

„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მი­ხე­ილ ბე­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსგავ­სი ათე­უ­ლო­ბით გვერ­დია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის ფორ­მი­რე­ბა­სა და გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ზუს­ტად ასე­თი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მე­სი­ჯ­ბოქ­სი არის თან­ხვედ­რა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მე­სი­ჯ­ბოქ­სთან, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ასე­თი თავ­დას­ხმე­ბი, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ეს გვერ­დე­ბი მარ­თლაც ანო­ნი­მუ­რი კი არ არის, არა­მედ ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სწო­რედ მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და პირ­და­პირ ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ პრო­პა­გან­დას“ - გან­მარ­ტა ბე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი თავ­დას­ხმე­ბის ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლაა, თუმ­ცა მისი თქმით, ასე­თი შე­ტე­ვის მსხვერ­პლი ხში­რად სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბიც ხდე­ბი­ან.

"ეს თან­ხა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის, მათ შო­რის, ამომ­რჩე­ველ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად, თუმ­ცა ეს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი არ არის, რად­გან ანო­ნი­მუ­რი გვერ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბით ხდე­ბა და თა­ვის მხრივ, წარ­მო­ად­გენს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლო­ბას, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს არ ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ნან­სე­ბის რე­ა­ლუ­რი ბრუნ­ვა შე­ის­წავ­ლოს, იმი­ტომ რომ მსგავ­სი შავი გზე­ბი­თა და ანო­ნი­მუ­რი დას­პონ­სო­რე­ბუ­ლი პოს­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ტრი­ა­ლებს ძა­ლი­ან დიდი ფული რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო, ასე­ვე არა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ბე­ნი­ძემ.

„სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა“ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელს რე­გი­ონ­ში, და­ი­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი და სა­არ­ჩევ­ნო კონ­ტექ­სტში, სწო­რედ ამომ­რჩევ­ლის აზ­რზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მიზ­ნით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე დის­კრე­დი­ტა­ცი­ის სწავ­ლო­ბენ. ბე­ნი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოწ­ვე­ვა არ არის, არა­მედ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი და ამე­რი­კაც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზებს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­და იმი­სა, რომ მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და და ამის­თვის შექ­მნი­ლია მთე­ლი რიგი Facebook-გვერ­დე­ბი, ამას თან ერ­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ან თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თით და­მა­ტე­ბით დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი კონ­ტენ­ტის გავ­რცე­ლე­ბა.

გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ორ­მა­გი დარ­ტყმის ქვეშ არი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს მო­იხ­მა­რენ - ისი­ნი, ერ­თის მხრივ, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლნი არი­ან და, მე­ო­რეს მხრივ, ასე­თი­ვე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­თო­დე­ბით მა­დის­კრე­დი­ტე­ბე­ლი კონ­ტენ­ტი მო­ე­მარ­თე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან. სწო­რედ რუ­სე­თი­დან მო­დის ის ნა­რა­ტი­ვე­ბი, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბი არი­ან, არატ­რა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ავ­რცე­ლე­ბენ და ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძირი გა­მო­უ­თხა­რონ - გა­მო­დის, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამ ნა­რა­ტი­ვებს ქვეყ­ნის შიგ­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბიც ხელს უწყო­ბენ" - ფიქ­რობს ISFED-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

ინ­ტერ­ნეტ ტრო­ლიგ­თან და მის გავ­ლე­ნას­თან რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის დო­ნე­ზე, გამ­კლა­ვე­ბას უკვე დიდი ხა­ნია ცდი­ლო­ბენ. ჯერ კი­დევ 2016 წელს „ფე­ის­ბუ­ქის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

„ტრო­ლებს ყუ­რა­დღე­ბა სი­ა­მოვ­ნებთ. რო­გორც წესი, სა­უ­კე­თე­სო გზა მათ მცდე­ლო­ბებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად არის მათი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა და სა­ი­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მი­რე­ბა. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ „არ გა­მოკ­ვე­ბოთ ტრო­ლე­ბი“.

ინ­ტერ­ნეტ "ტრო­ლინ­გის" პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე არც თუ ისე დიდი ხნის აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ვი­ხი­ლეთ. არ­ჩევ­ნებ­ში კრემ­ლის ჩა­რე­ვის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტებს ამე­რი­კა­ში ჯერ კი­დევ იძი­ე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი" 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში წერ­და, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ინ­ტერ­ნეტ-პო­პუ­ლა­რი­ზა­ტო­რი კრემ­ლის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ტრო­ლი იყო.

მკვლე­ვა­რის ჯ.მ ბერ­გე­რის გან­მარ­ტე­ბით, მან და მის­მა ორმა კო­ლე­გამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რი 7000 გვერ­დი შე­ის­წავ­ლეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ამ გვერ­დებ­ზე სი­რი­ა­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ტი­კის სა­კი­თხი იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია და ყუ­რა­დღე­ბა მისი სა­არ­ჩევ­ნო ოპო­ნენ­ტის ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სხვა მსგავს სა­კი­თხებ­ზე იყო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი.

რა გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს და რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ ინ­ტერ­ნეტ ტრო­ლინ­გის გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე - ამ კი­თხვით AMBEBI.GE-მ კვლავ „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს მი­მარ­თა:

„დღეს მთე­ლი მსოფ­ლიო ფიქ­რობს იმა­ზე თუ რო­გორ აღუდ­გეს წინ მსგავ­სი ტი­პის ჩა­რე­ვებს. იცით, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს ძა­ლი­ან დიდ პო­ტენ­ცი­ალ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მათ აქვთ გარ­კვე­ულ­წი­ლად და­მან­გრე­ვე­ლი ეფექ­ტიც. მსჯე­ლო­ბა მი­დის კონ­გრეს­ში, ასე­ვე გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც შე­მო­ი­ღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ჯერ ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­მო­სა­ვალ­ზე ფიქ­რი, სწო­რედ ამი­ტომ ვა­ტა­რებთ კვლე­ვას, რომ თა­ვის­თა­ვად შე­ვის­წავ­ლოთ მსგავ­სი ტი­პის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ანა­ტო­მია და შემ­დეგ ვი­პო­ვოთ გა­მო­სავ­ლის სა­უ­კე­თე­სო გზე­ბი", - გვი­თხრა ბე­ნი­ძემ.

'.$TEXT['print'].'