"აჰა, ქოცმა მეშვიდე გასაოცარ წელს ყველაფერი გაასრულა"
ავტორი: გურიის მოამბე
"აჰა, ქოცმა მეშვიდე გასაოცარ წელს ყველაფერი გაასრულა"

"ასეთ რაღაცებს რომ ვკითხულობდი ადრეულ ბნელ ეპოქათა შესახებ, არ მჯეროდა. მეგონა, ისტორიკოსები აზვიადებდნენ.
აჰა, ქოცმა მეშვიდე გასაოცარ წელს ყველაფერი გაასრულა და ესღა დარჩა გასაკეთებელი "ძალიან მ ნიშვნელოვანი"!-ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძის განცხადებას:

"ამ დღეს და ამ საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, აქვს ძალიან დიდი, სიმბოლური  დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენ როგორც პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, პატივს ვცემთ ხალხის აზრს, მნიშვნელოვანია საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად". 

დღეს, 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. 

 

'.$TEXT['print'].'