დავით ბაქრაძე: "მე რომ ოზურგეთის ამომრჩეველი ვიყო, ზუსტად კობასნაირ კაცს ვინატრებდი საკრებულოში"
ავტორი: გურიის მოამბე
დავით ბაქრაძე: "მე რომ ოზურგეთის ამომრჩეველი ვიყო, ზუსტად კობასნაირ კაცს ვინატრებდი საკრებულოში"

მე რომ ოზურგეთის ამომრჩეველი ვიყო ზუსტად კობასნაირ კაცს ვინატრებდი საკრებულოში. ადამიანს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი, ერთი კაცის პრობლემას ბოლომდე მიყვეს და გადაუწყვიტოს. მას წლებია ვიცნობ როგორც თავდადებულ, დაუზარელ და მშრომელ ადამიანს“

ეს განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ოზურგეთში ყოფნისას, ზვანის უბნის ამომეჩევლებთან შეხედრაზე გააკეთა.

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ოზურგეთის საკრებულოს შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია და ადგილობრივებმა აქტიურად უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა რათა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მისი გაყალბება:

"მნიშვნელოვანია, რომ კობა ზაქარეიშვილს მხარს უჭერს ოპოზიცია, ოზურგეთში ოპოზიციური ძალების უმრავლესობამ შევძელით მისი კანდიდატურის ირგვლივ კონცენტრირება, ახლა მთავარია ოზურგეთელებმა მწვავედ უპასუხონ ხელისუფლების იმ უნიათო დამოკიდებულებას, რის გამოც წლებია უკვე ცხოვრება მოსახლეობის უმრავლესობისათვის გაუსაძლისი გახდა" - თქვა ბაქრაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოზურგეთში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მან ოპოზიციური კანდიდატის, კობა ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ანასეულსა და ზვანში გამართა.

ცნობისათვის 19 მაისისათვის დანიშნულ ოზურგეთის შუალედურ არჩევნებში პოლიტიკურმა ოპოზიციამ რომელიც არჩევნებში #2 -ით მონაწილეობს, ხელისუფლების კანდიდატს დავით მდინარაძეს იაკობ ზაქარეიშვილი დაუპირისპირა.



'.$TEXT['print'].'