იაკობ ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად ოზურგეთს გიგი უგულავა ეწვია
ავტორი: გურიის მოამბე
იაკობ ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად ოზურგეთს გიგი უგულავა ეწვია

ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, იაკობ ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად დღეს, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრს, თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციის ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეწვია.

უგულავა ამომრჩევლებს ოზურგეთის ცენტრში შეხვდა და მათ კობა ზაქარეიშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

ოზურგეთში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღესვე, საღამოს უგულავა ზუგდიდში, ზუგდიდის მერობის კანდიდატის ოპოზიციიდან, სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად გაემგზავრა:

"მიხარია რომ, ისევე როგორც ზუგდიდსა და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ასევე ოზურგეთში ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატზე შევთანმხდით, კარგია რომ ოზურგეთში ოპოზიცია საკუთარი კანდიდატის გასამარჯვებლად გაერთიანებული ძალებით იბრძოლებს. დარწმუნებული ვარ, კობა ზაქარეიშვილი გაამართლებს ამომრჩეველთა ნდობას და მისი სახით ოზურგეთი წარმატებულ დეპუტატს შეიძენს" - უთხრა უგულავამ "გურიის მოამბეს" მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

'.$TEXT['print'].'