პარლამენტარი:"მთელი ოპოზიციური სპექტრი კობა ზაქარეიშვილის ირგვლივ დაირაზმა რაც მის შანსებს ზრდის"
ავტორი: გურიის მოამბე
პარლამენტარი:"მთელი ოპოზიციური სპექტრი კობა ზაქარეიშვილის ირგვლივ დაირაზმა რაც მის შანსებს ზრდის"

 

"კობა ზაქარეიშვილის ირგვლივ მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა აქ და დაირაზმა. მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს, პარტნიორ ორგანიზაციებს,ამ უმნიშვნელოვანესი კორდინაციისთვის. ეს გამოიღებს თავის შედეგს"

ეს განცხადება "გურიის მოამბესთან" საუბარში ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმალიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, სერგო რატიანმა გააკეთა, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში იაკობ ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად გურიის ადმინისტრაციულ ცენტრს უკვე მეორეჯერ სტუმრობს.

"ჩვენ ახლა ვხედავთ რომ ბრძოლა მიდის საქართველოს არაერთ კუთხეში, სად შეიძლება მოხდეს გარღვევა ჩვენთვის არის რთული.“ოცნებას“ აქვს დაბალი რეიტინგი,მაგრამ ჩვენ გვესმის რომ არის სერიოზული კონცენტრაცია ადმინისტრაციული რესურსების, თანხების და ასე შემდეგ,მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს მხარდაჭერა კლებულობს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხდა ის, რომ ამომრჩეველი რომელიც იყო ჩვენი მოვიდა და ვერცერთი ვერ შეაშინეს. 850 ათასმა ადამიანმა მოგვცა ხმა. ჩვენ 2013 წელ ვიწყებდით 350 ათასი ამომრჩევლიდან და ჩვენ ვნახეთ რომ ამ ადამიანების რიცხვი იზრდება მიუხედავად ყველაფრისა. როდესაც ადამიანები გადაწყვეტენ რომ "ოცნებას" აღარ მისცენ ხმა და მხარი დაუჭირონ ოპოზიციას, ამის შემდეგ აღარ ცვლიან განწყობას და არჩევანს.ვინც მზადაა რომ თანხა აიღოს,ის მზად არაა რომ ქვეყანა შეცვალოს.კანდიდატის შერჩევას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, კობა ზაქარეიშვილის ირგვლივ მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა აქ და დაირაზმა.მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს,პარტნიორ ორგანიზაციებს,ამ უმნიშვნელოვანესი კორდინაციისთვის.ეს გამოიღებს თავის შედეგს,მე ვფიქრობ რომ გურიაში მართლა შეიძლება მოხდეს გარღვევა.პირველადაც მოხდა აქ გურიაში ეს გარღვევა „ოცნებასთან“ დაკავშირებით - ნასაკირალში" - თქვა რატიანმა.

"ვფიქრობ რომ აქ შესაძლოა იგივე მოხდეს რაც ამასწინათ გურიის ერთ ერთ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ერთი სოფელი ვერ გააკონტროლა "ქართულმა ოცნებამ", ვერ იყიდა და ვერ მოისყიდა, განა რა უნდოდა ერთი სოფლის ყიდვას თითქოს, მაგრამ ადამიანებმა თქვეს უარი და მერე არაფერი აღარ ხდება.მართალია ფული თამაშობს დიდ როლს,მაგრამ იქამდე სანამ ის თუნდაც ნეიტრალური ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე და არ დააფიქსირებს თავის სწორ არჩევანს"-აცახდებს რატიანი.

 

'.$TEXT['print'].'