დღეს ოზურგეთს კობა ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად ეუთოს პრეზიდენტი ეწვევა
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს ოზურგეთს კობა ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად ეუთოს პრეზიდენტი ეწვევა

დღეს გურიის ადმინისტრაციულ ცენტრს, ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, იაკობ ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ეწვევა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიგი წერეთელი, იაკობ ზაქარეიშვილთან ერთად ექადიის, სერისა და ანასეულის ამომრჩევლებს შეხვდება.

წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტად გასული წლის 11 ივლისს, ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიურ სესიაზე აირჩიეს.

ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი  პრეზიდენტად აირჩია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი 2017 წლის ნოემბრიდან ასრულებდა, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრეზიდენტის, ავსტრიის პარლამენტის წევრის, კრისტინე მუტონენის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

'.$TEXT['print'].'