ოზურგეთში უწყლობას აპროტესტებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში უწყლობას აპროტესტებენ

უკვე მერამდენე დღეა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წყალი არ მიეწოდება.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის ოფისში აცხადებენ ქალაქის რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ "სარეაბილიტაციო სამუშაოების" გაჭიანურებას აპროტესტებს.

მოსახლეობაში აცხადებენ, რომ უწყლობის გამო სიტუაცია, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ გაუსაძლისია.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ოზურგეთის ზვანის უბანში. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი წყლის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღდგა.

'.$TEXT['print'].'