"ნაციონალები":"კობა ზაქარეიშვილთან გარდა პოლიტიკური თანამშრომლობისა ფართო ადამიანური ურთიერთობები გვაკავშირებს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაციონალები":"კობა ზაქარეიშვილთან გარდა პოლიტიკური თანამშრომლობისა ფართო ადამიანური ურთიერთობები გვაკავშირებს"

ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული კანდიდატის, იაკობ ზაქარეისვილის წინასაარჩევნო კამპანიაში გუშინ "ნაციონალური მოძრაობა" ჩაერთო.

მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერები, თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თავის ადგილობრივ მხარდამჭერებთან და იაკობ ზაქარეიშვილთან ერთად აღნიშნული ოლქის ამომრჩევლებს კარდაკარ ხვდებოდნენ:

"ჩვენ კობასთან გარდა იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს, 4 წელი ერთად ვმუშაობდით მიხეილ სააკაშვილის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამავე დროს გვაქვს შესანიშნავი პირადი ურთიერთობა და ვმეგობრობთ. მე არ მქონდა მორალური უფლება არ ჩამოვსულიყავი ოზურგეთში და კობას გვერდში არ დავმდგარიყავი. მოვუწოდებ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს აქტოიური მონაწილეობა მიიღონ შუალედურ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ კობა ზაქარეიშვილს. დარწმუნებული ვარ კობას გამარჯვების შემდეგ ეს ოლქი და მთლიანად ოზურგეთი მიიღებს მეგობარ დეპუტატს, რომელიც ონლაინ რეჟიმში იქნება ხალხის სამსახურში" - უთხრა "გურიის მოამბეს" კარდაკარის დასრულების შემდეგ ირაკლი ნადირაძემ.

თავის მხრივ ზაქარეიშვილის პიროვნულ ღირსებებს გაუსვა ხაზი ლევან ხაბეიშვილმაც, მისივე განცხადებით, კობა ზაქარეიშვილი არის პროფესიონალი და მისი გამარჯვებით ოზურგეთელები დარჩებიან გამარჯვებულები. 

'.$TEXT['print'].'