დიდი ალბათობით ივანიშვილმა ოზურგეთი-ქობულეთის მიმართულებიდან ხეების გადატანა დაასრულა
ავტორი: გურიის მოამბე
დიდი ალბათობით ივანიშვილმა ოზურგეთი-ქობულეთის მიმართულებიდან ხეების გადატანა დაასრულა

დიდი ალბათობით ქვეყნის ექსპრემიერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, ზემო ქობულეთიდან და ოზურგეთის რაიონიდან საკუთარი დენდროლოგიური პარკისათვის გიგანტური ხეების გადატანა დაასრულა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კორესპონდენტი სოფელ მერიიდან (ოზურგეთის რაიონი) იუწყება.

მისი თქმით ამ წუთებში ცეცხლაური (სოფელი ქობულეთის რაიონში) შეკვეთილის (კურორტი ოზურგეთის რაიონში სადაც ივანიშვილი ცხოვრობს) ავტომაგისტრალის მთელ მონაკვეთზე იმ სახელდახელო საავტომობილო ხიდების დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც გიგანტური ხეების გადამზიდავმა თურქულმა კომპანიებმა, სპეციალურად ამ საქმისათვის დაამონტაჟეს.

ცნობისათვის ცეცხლაური ნატანების საავტომობილო გზით ივანისვილმა რამდენიმე ათეული გიგანტური ხე გადაიტანა საკუტარ პარკში ქობულეთის სოფლებიდან ცეცხლაური, მუხა ესტატე, ჩხამური, ოზურგეთის სოფლებიდან ლაითური, ნატანები.

ამ ხეების უსაფრთხო გადატანის მიზნით გაკეთდა ცეცხლაური მერიის ავტომაგისტრალი რამდენიმე ხიდითა და მდინარეზე გადასასვლელით, გაიჩეხა 30 კილომეტრიანი ქარსაფარი ზოლი ნაწილობრივ ან სრულად და მოიჭრა 200-მდე ძირი ხე.

'.$TEXT['print'].'