ოზურგეთის "სასწრაფო" მისამართს ისევ შეიცვლის და "ადგილმრეწვში" განთავსდება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "სასწრაფო" მისამართს ისევ შეიცვლის და "ადგილმრეწვში" განთავსდება

ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახური მისამართს ისევ შეიცვლის და რუსთაველის ქუჩიდან წერეთელის ქუჩაზე გადაბარგდება.

როგორც ოზურგეთის მერიიდან გვაცნობეს, დღეს, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ყოფილ "ადგილმრეწვის" შენობაში, სადაც ავტომანქანების შემკეთებელი საამქრო ფუნქციონირებდა, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურისათვის ოფისის მშენებლობა დაიწყო.

დღეისათვის ეს სამსახური რუსთაველის ქუჩის ბოლოში, შსს სამხარეო ამმართველოს ყოფილი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული.

ოზურგეთშჭო ახალი ოფისის მშენებლობით, იმედოვნებენ რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახური ერთხელ და სამუდამოდ ქალაქის ირგვლივ "ხეტიალს" თავს დაანებებენ და ხსენებულ ადგილზე მშენებარე ოფისს, თავს ერთხელ და სამუდამოდ შეაფარებენ.

'.$TEXT['print'].'