უკრაინაში მოღვაწე ოზურგეთელმა ბიზნესმენმა მშობლიურ სოფელს 400 ტონა ასფალტი აჩუქა
ავტორი: გურიის მოამბე
უკრაინაში მოღვაწე ოზურგეთელმა ბიზნესმენმა მშობლიურ სოფელს 400 ტონა ასფალტი აჩუქა

წარმოშობით ნასაკირალელმა, უკრაინაში მოღვაწე ოზურგეთელმა ბიზნესმენმა ოთარ ნაკაიძემ, შიდა გზების მოწესრიგების მიზნით მშობლიურ სოფელ ნასაკირალს 400 ტონა ასფალტი აჩუქა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ნასაკირალიდან აცნობეს.

მათივე ცნობით ამ წუთებში ნასაკირალში (დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში), იმყოფება ოზურგეთის მერი, რომელიც კომპანია "გზამშენი 18"-ის, მიერ ნაჩუქარი ასფალტით, შიდა გზების დაგებას ესწრება. 

როგორც ნასაკირალიდან გვაცნობეს, ამ წუთებში მიმდინარეობს დაბაში ყველაზე დიდი მგელაძის ქუჩისა და დაბის მეჩეთთან მისასვლელი გზების მოასფალტება.

'.$TEXT['print'].'