ოზურგეთში "კარფური" შემოდის
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში "კარფური" შემოდის

ოზურგეთში მიმდინარე წელს ცნობილი სავაჭრო ბრენდი "კარფური" შემოვა

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიაში აცნობეს.

"კარფურის" შემოსვლა გუშინ, ოზურგეთის მერის, კოტე შარაშენიძისა და კომპანია "ვისოლის" პრეზიდენტის, ვასილ ფხაკაძის შეხდვედრისას გადაწყდა.

სავაჭრო ობიექტი ჭავჭავაძის ქუჩაზე, ოზურგეთის პოლიციის შენობის გვერდით განთავსდება.

ამ ტერიტორიაზე კომპანია "ვისოლი" 500 კვადრატულ მეტრ მიწას ფლობს და კომპანიის სურვილი თავიდან ამ ადგილზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა იყო, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის და ოზურგეთის მერთან მოლაპარაკების შემდეგ, "ვისოლმა" მიიღო გადაწყვეტილება ადგილზე სავაჭრო ქსელისათვის შენობა ააგოს, შემდგომში კი მას "კარფური" დაიქირავებს.

ასევე გადაწყდა რომ იმავე ტერიტორიაზე "ვისოლი" საზკვების ობიექტსაც, სავარაუდოდ კაფე-ბარს ააშენებს:

"დაახლოებით 40 ადგილობრივი დასაქმდება, შერჩეული ადამიანები კი სპეციალურ გადამზადდებას თბილისში გაივლიან" - გვითხრეს მერიაში.

'.$TEXT['print'].'