"ზვანი არენამ" რეგიონალურ ფესტივალს უმასპინძლა
"ზვანი არენამ" რეგიონალურ ფესტივალს უმასპინძლა

ოზურგეთში, "ზვანი არენაზე" ჩატარდა დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფესტივალი 2004-2005 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა გუნდმა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ბათუმი და ფოთი ორი გუნდით იყვნენ წარმოდგენილნი.

გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, არც ერთ გუნდს თავი არ დაუზოგავს და ყოველი შეხვედრა დინამიურად და სანახაობრივად წარიმართა. ბავშვებმა და მათმა მწვრთნელებმა, ყველაფერი გააკეთეს საინტერესო და დასამახსოვრებელი ასპარეზობის ჩასატარებლად.

რაგბის კავშირი გამოხატავს ძალიან დიდ მონდომებასა და მხარდაჭერას, რათა ყოველი ფესტივალი უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.

რაც შეეხება "არწივების" გუნდს, მათ შეხვედრები კარგად ჩაატარეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს, ხოლო 12 ივნისს გასვლით თამაშს გორში, გამარჯვების იმედით ხვდებიან.


 

'.$TEXT['print'].'