ექსკლუზივი: ოზურგეთში ძაღლის ჭირი მძვინვარებს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: ოზურგეთში ძაღლის ჭირი მძვინვარებს

"ოზურგეთში ძაღლის კლასიკური ჭირი მძვინვარებს-ეს განსაკუთრებით მაწანწალა ძაღლებში ქმნის პრობლემას-მოვუწოდებ მოსახლეობას დაიწყონ ძაღლების მასიური აცრა" - ეს განცხადება "გურიის მოამბესტან" საუბარში ოპზურგეტსი მოღვაწე ექიმმა ვეტერინარმა დავით მარტიკოვმა გააკეთა.

მისივე განცხადებით, ძაღლია ჭირი ადამიანზე არ გადადის და შესაბამისად ეს უშუალოდ ადამიანს არ ემუქრება თუმცა "რამდენიმე დღეა ქალაქში მაწანწალა ძაღლები მასიურად კვდებ, რაც შესაბამისი სამსახურების არ არსებობის პირობებში გარკვეულ პრობლემებს ქმნის" აცხადებს მარტიკოვი.

მიისივე თქმით, ამ ეტაპზე მკვდარი ძაღლების ქუჩებიდან გატანას დასუფტავების სამსახური ახორციელებს თუმცა ამას ისინი ენთუზიაზმის ხარჯზე აკეთებენ რადგან ეს ამ სამსახურის პრეროგატივა არ არის.

"აუცილებელია აცრები, მაგრამ ვაქცინა ძვირი ღირს, ამ პროცესს სახელმნწიფო არ აფინანსებს და შესაბამისად მაწანწალა ძაღლები ჭირის პირისპირ მარტო დარჩნენ, რაც მათ სიკვდილიანობას იწვევს"-აცხადებს ვეტერინარი.

მარტიკოვის თქმით, მან რაც შეძლო მისი საცხოვრებელის ირგვლივ ყველა ძაღლი აცრა, თუმცა ეს, როგორც თვითონ ამბობს საკმარისი არ არის.

"გურიის მოამბესთვი" რამდენიმე სოფლიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე ცნობილი ხდება, რომ ძალიან გახშირებულია ღორების სიკვდილიანობის ფაქტებიც, რასაც ადგილობრივები ღორის ჭირს უკავშირებენ. 

 

'.$TEXT['print'].'