გურიის რეგიონის ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის დღეს დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის რეგიონის ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის დღეს დაიწყო

დღეს, 12 ივნისს, 11:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში სტარტი აიღო გურიის რეგიონის V ჩემპიონატმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის სპორტის ოთხ სახეობაში: ნარდში, შაშში, მკლავჭიდსა და მაგიდის ტენისში.

სპორტული შეჯიბრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო.

პროექტი ,,საქველმოქმედო ასოციაცია გურიამ“ პროგრამის ფარგლებში - ,,ჩვენ შეგვიძლია“ განახორციელა.

კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირები ჩაერთვნენ.

კვირეულის პარტნიორები არიან:
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია;
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა)ი.პ. ,,მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“;
ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება;

შეჯიბრში მონაწილეობა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ, გუბერნატორის მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და მერის მოადგილე ირაკლი სირაძემაც მიიღეს.

'.$TEXT['print'].'