იყო თუ არა ზაქარია ქუცნაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში "ფულის გათეთრებით" დაკავებული
ავტორი: გურიის მოამბე
იყო თუ არა ზაქარია ქუცნაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში "ფულის გათეთრებით" დაკავებული

"ქართული ოცნებიდან" პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი (ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ის საპარლამენტო მანდატს ტოვებს ე.წ. "გავრილოვის სკანდალის" გამო), დიდი ალბათობით წინასაარჩევნო პერიოდში ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

როგორც ჩვენ გვიხსნიან, ხშირია შემთხვბევები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შორის, წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ადგილი აქვს ერთმანეთისაგან უძრავ მოძრავი ქონების ფიქტიურ ყიდვა-გაყიდვასა და შეძენას.

ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ამ გზით თეთრდება ის "შავი ფული" რომელიც ამა უიმ კანდიდატის მხარდასაჭერად გარკვეული, არაოფიციალური საქმიანობისათვის უნდა დაიხარჯოს.

"ურიის მოამბე" საჯარო რეესტრიდან მოიპოვა დოკუმენტები რომელიც ადასტურებს, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, პარლამენტარმა და "ოცნების" ერთ ერთმა სახემ, ზაქარია ქუცნაშვილმა, უამრავი ქონება გაყიდა და იყიდა.

ერთერთი ასეთია ზაქარია ქუცნაშვილისაგან არევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,"ქართული ოცნების" ოზურგეთელი აქტივისტის, რუსუდან მემარნიშვილისაგან განვადებით თბილისში საცხოვრებელი სახლის შეძენა.

დოკუმენტი 23 ოქტომბერსაა რეგისტრირებული, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.

რეგისტრირებული დოკუმენტაციის მიხედვით ზაქარია ქუცნაშვილმა, რუსუდან მემარნიშვილისაგან, ქალაქ თბილისში, ტურგენევის ქუაზე მდებარე 80 კვადრატული მეტრის ფართი შეიძინა განვადებით.

მიუხედავბად იმისა, რომ ამ  ყიდვა გაყიდვის დღიდან 9 თვე გავიდა, რუსუდან მემარნიშვილი დღესაც ამ ბინაშია აწერილი.

ჩვენ გვინდოდა დავკავშირებოდით მხარეებს, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'