მოშიმშილე - "შეკვეთილის აქციაზე გურიის ყოფილი გუბერნატორი კრიმინალებთან ერთად გამოჩნდა"
ავტორი: გურიის მოამბე
მოშიმშილე - "შეკვეთილის აქციაზე გურიის ყოფილი გუბერნატორი კრიმინალებთან ერთად გამოჩნდა"

ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. რამდენიმ ახალგზარდა შიმშილობს კიდეც სახელდახელოდ მოწყობილ კარავში.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქობულეთის საკრებულოს წევრი, ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ გახარია ზონდერებს ყოველდღიურად აგზავნის და მათ შორის კი გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ამოიცნო:

"მიმართვა გახარიას ზონდერებს, რომლებიც BMW - ტიპის ავტომობილით მოვიდნენ შეკვეთილში კარავთან! არავინ არაფრის დამთმობი არ ვართ არც მორალურად, არც ფიზიკურად, თუ გადმოხვალთ ამ აგრესიაზე!!! და თქვენი ნებისმიერი ასეთი გამოხტომა, დედას უტირებს თქვენს მინისტრს ძალიან მალე!!! BMW ტიპის ავტომობილს, გურიის ყოფილი გუბერნატორი ჭანუყვაძე მართავდა და სატელეფონო საუბრებში ვიღაცეებს მოუწოდებდა მოდით მალეო, აქ რას ბედავენო!!! დააოკეთ თქვენი ზონდერი ჭანუყვაძე!!!" გვიყვება თედორაძე.

მისივე მტკიცებით მერაბ ჭანუყვაძეს მანქანაში ოზურგეთელი კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. "ქუჩის ბიჭები" ესხდნენ.

შეკვეთილის აქციის მონაწილეები ამ წუთებში იმ ე.წ. "კანონიერი ქურდების" იდენტიფიცირებას ახდენდნენ ვინც გურიის ყოფილ გუბერნატორთან ერთად აქციას უთვალთვალებს და ხალხს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ცნობისთვის აქცია შეკვეთილში თბილისის მსაგვსად ყოველ დღე 19 საათზე იწყება ხოლმე

'.$TEXT['print'].'