"ზღაპრის კვირეულის ფინალი" ურეკში
ავტორი: გურიის მოამბე
"ზღაპრის კვირეულის ფინალი" ურეკში

ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება "ზღაპრის კვირეული".

2018-2019 სასწავლო წელს ზღაპრის კვირეულში 12 საჯარო სკოლა მონაწილეობდა, ამათგან შეირჩა 5 საუკეთესო ზღაპარი ( №2 საჯარო სკოლა - "ნაცარქექია, №1 საჯარო სკოლა - "იავნანამ რა ჰქმნა", წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლა - "თომას ზღაპრები", მელექედურის საჯარო სკოლა - "რწყილი და ჭიანჭველა", გურიანთის საჯარო სკოლა - "წითელქუდა" ) ურეკის კულტურის სახლში ზღაპრის კვირეულის ფინალი გაიმართა.

შერჩეულმა სკოლებმა მაყურებლებს კიდევ ერთხელ წარუდგინეს ზღაპრები. ყველა მონაწილე სკოლა დაჯილდოვდა ნომინაციების მიხედვით, სამახსოვრო პრიზებით

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

 

'.$TEXT['print'].'