"არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სირცხვილი" - აქცია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან
ავტორი: გურიის მოამბე
"არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სირცხვილი" - აქცია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან

ხმაური იყო დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის პირველ სართულზე, სადაც განთავსებულია ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალკაკვაძის ბიურო.

არჩილ თალაკვაძის ოზურგეთის ბიუროს შესასვლელში ახალგაზრდებმა და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებმა საპროტესტო პლაკატები გააკრეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით არჩილ თალაკვაძე არის ოზურგეთის სირცხვილი.

აქციის მიმდინარეობისას  ბიუროს თანამსრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით სტიკერები მასთა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელთან იმიტომ გააკრეს, რომ ამით გააპროტესტეს თალაკვაძის სამარცხვინო საქმიანობა პარლამენტში განსაკუთრებით გავრილოვის ვიზიტტან და შემდგომში "გავრილოვის ღამის" მოვლენებთან ამ უკანასკნელის დამოკიდებულების გამო.

თალაკვაძის ბიუროს ხელმძღვანელმა ლაშა ჭელიძემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთას.

 

'.$TEXT['print'].'