წიაღის ეროვნულ სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ - აქცია მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე
ავტორი: გურიის მოამბე
წიაღის ეროვნულ სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ - აქცია მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე

კორუფციაში დაადანაშაულეს დღეს წიაღის ეროვნული სააგენტო მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე მოწყობილი აქციის მონაწილებმა.

აქცია მდინარე ბჟუჟზე არსებულ კარიერთან ადგილობრივმა მოსახლეობამ მოაწყო და კარიერის მეპატრონეები უკანონო საქმიანობაში დაადანაშაულა.

ადგილობრივების ტქმით, არასწორმა საქმიანობამ მაცხოვრებლები უწყლოდ და მიწების გარეშე დატოვა.

მოსახლეობამ დღეს ზედიზედ ორი აქცია გამართა.

პირველის დროს ისინი კარიერის მეპატრონეებს შეუთანხმდნენ, რომ ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ მათთან და გაეცნობიან მეპატრონის დოკუმენტაციას რომ დარწმუნდნენ რამდენად კანონიერად ხდება მდინარის ამ მონაკვეთზე ქვიშა ღორღის მოპოვება.

თუმცა მას შემდეგ რაც მხარეები დაიშალნენ მეპატრონემ გაყვანის ნაცვლად მძიმე ტექნიკა კვლავ შემოიყვანა და ინერტული მასალის მოპოვება დაიწყო.

ამის შემდეგ კვირიკეთის მოსახლეობის ნაწილი კვლავ შეიკრიბა და მეპატრონე მძიმე ტექნიკასთან ერთად ადგილიდან მიაბრძანა.

მოძრაობა "მდინარეების გადასარჩენად" ლიდერმა ირმა გორდელაძემ ჩვენთან საუბარში წიაღის ეროვნული სააგენტო კორუფციაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით ეს უწყება ლიცენზიებს ისე სცემს ქვიშა ღორღის მოპოვებაზე რომ არც ადგილობრივი მოსახლეობის აზრი აინტერესებს და არც ადგილობრივი ხელისუფლების.:

"ეს არის კორუმპირებული დაწესებულება, მათ ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებთ"ამბობს გორდელაძე.

'.$TEXT['print'].'