საქართველოს მთავრობამ ოზურგეთისათვის ახალი ავტობუსების შეძენაზე უარი განაცხადა
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოს მთავრობამ ოზურგეთისათვის ახალი ავტობუსების შეძენაზე უარი განაცხადა

მიუხედავად დანაპირებისა საქართველოს მთავრობამ ოზურგეთისათვის ახალი ავტობუსების შეძენაზე უარი განაცხადა

ეს ინფორმაცია პრემიერ ბახტაძის მიერ გუშინ ჩატარებულ ბრიფინგზე გასაჯაროვდა.

როგორც ბატონი ბახტაძის განცხადებიდან ირკვევა საქართველოს მთავრობა ახალ ავტობუსებს მხოლოდ ქუთაისისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, რუსთავისა და ფოთისთვის

ჯამში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით ამ ქალაქებისათვის 100 ახალ ავტობუსს შეიძენს. 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან  მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

„დღეს ჩვენს ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მასშტაბური ინვესტიციები მივეცით თბილისის მერიას და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, თუმცა ანალოგიური პრობლემები დგას საქართველოს სხვა ქალაქებში. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ეს მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით. ქუთაისისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, რუსთავისა და ფოთისთვის ჩვენ შევიძენთ 100 ახალ ავტობუსს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

'.$TEXT['print'].'