სამი ათასი ლარის ჯარიმა მაკო გომურის გამოსარჩლებისათვის
ავტორი: გურიის მოამბე
სამი ათასი ლარის ჯარიმა მაკო გომურის გამოსარჩლებისათვის

შეკვეთილის აქციის აქტივისტს, ოზურგეთის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მოსამართლე ციცინო როხვაძე) გადაწყვეტილებით სამიათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლოში ეს გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადეს.

ამ გადაწყვეტილებით ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დავით მჟავანაძე სამართალდამრღვევად სცნო და მის მიმართ 173 მუხლით წაყენებული ბრალი - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა - დასაბუთებულად ცნო.

პოლიცია სასამართლოში მჟავანაძის 15 დღიან პატიმრობას მოითხოვდა.

მჟავანაძის ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის განცხადებით, ეს გარკვეულწილად გამოხატვის ტავისუფლების შეზღუდვაა რადგან მჟავანაძე დაისაჯა მის მიერ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაკეთებული განცხადებების გამო.

ერთადერთი მტკიცებულება რაც პოლიციამ სასამართლოს წარუდგინა დავით მჟავანაძის ფეისბუკ ლაივია, სადაც ის პოლიციელ ჯანანაშვილს მაკო გომურის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უხამსი სიტყვებით, უდიერად მოიხსენიებს.

აღსანიშნავია რომ მჟავანაძე ლაივის გასაკეთებლად აქციას 30 მეტრით დაშორდა და ჩართვისას განმარტოებული იყო, რა დროსაც მივიდნენ მასთან პოლიციელები და ჩართვის შეწყვეტა სთხოვეს.

სწორედ პირდაპირი ჩართვის არშეწყვეტა ჩაეთვალა მჟავანაძეს დაუმორჩილებლობად.

 

 

'.$TEXT['print'].'