ბახვის პოლიციის უფროსის საქმეს გენერალური ინსპექცია იკვლევს
ავტორი: გურიის მოამბე
ბახვის პოლიციის უფროსის საქმეს გენერალური ინსპექცია იკვლევს

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბახვის პოლიციის უფროსის, მამუკა ჯანანაშვილის საქმეს შსს გენერალური ინსპექცია იკვლევს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ერთ ერთ სასამართლო სხდომაზე, გურიის პოლიციის წარმომადგენელმა, გიორგი შარაშენიძემ განაცხადა.

დეტალებზე საუბრისაგან შარაშენიძემ თავი შეიკავა.

მამუკა ჯანანაშვილმა  მაკო გომურს დედა შეაგინა და 20 ივნისის ღამის დაზარალებულის გამოსარჩლებისათვის აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძე სცემა.

ინცინდენტი ამ დღეებში, გვიან ღამით შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციის წინ მიმდინარე აქციაზე მოხდა:

"რა უნდოდა მა დედა... რას მოეთრეოდა აქციაზე თვალიც ექნებოდა და ფეხიც" გაიძახოდა ხმამაღლა შეკვეთილის აქციის მიმდინარეობისას ჯანანაშვილი და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი დიასამიძეს გომურის გამოსარჩლების გამო ხელი სახეში რამდენჯერმე დაარტყა.

ბახვის პოლიციის დეპარტამენტში მისულ "გურიის მოამბეს" ჯანანაშვილი ადგილზე არ დახვდა. გვითხრეს, რომ ტელეფონით დაუკავშირდებიან და პასუხს გვაცნობენ. 

რამდენიმე წუთის შემდეგ, კი ერთ-ერთმა პოლიციელმა გაგვიცხადა, რომ ის გორში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა და უკან დაბრუნებისთანავე გააკეთებდა მომხდარზე კომენტარს. 

'.$TEXT['print'].'