შეკვეთილის აქციის კიდევ ერთი მონაწილეს ათასი ლარით დააჯარიმეს
ავტორი: გურიის მოამბე
შეკვეთილის აქციის კიდევ ერთი მონაწილეს ათასი ლარით დააჯარიმეს

ბათუმელ სამოქალაქო აქტივისტს ხათუნა ბერიძეს ოზურგეთის სასამართლომ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის გამო 1000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

მანამდე კი ხათუნა ბერიძე ოზურგეთის საპატრულო ეკიპაჟმა 1 200 ლარით დააჯარიმა.

ეს განაჩენი გუშინ ოზურგეთშიგვიან გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ციცინო როხვაძემ გამოაცხადა.

ოზურგეთის პოლიცია შეკვეთილის აქციის მონაწილეს ორი მუხლით ედავებოდა 173 დაუმორჩილებლობა რაც ათასიდან 4 ათასამდე ჯარიმას გულისხმობს და 166 წვრილმანი ხულიგნობა რაც 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს, სასამართლომ 166 მუხლით შეწყვიტა წარმოება და ბერიძე გაამართლა. ხოლო 173 მუხლით 1000 ლარით დააჯარომა. შეკვეთილის აქვიის მონაწილეები მიიჩნევდნენ რომ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა პიტიქით ოზურგეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა თავად მოახდინა "დანაშაულის" პროვოცირება. დასდევდა ერთი საათის განმავლობაში ბერიძეს მოსვენებას არ აძლევდა აქციაზე და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ინცინდენტი აქციის მიმდინარეობისას მოხდა და ის ხათუნა ბერიძის საპატრულო ეკიპაჟის მიერ 1200 ლარით დაჯარიმებას მოყვა.

პატრულის უფროსმა შოთა ხაჟომიამ, ბერიძის კუთვნილი გაჩერებული ავტომანქანის დაუყოვნებლივ გადაყენება მოითხოვა თითქოსდა იქ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა უნდა შემოსულიყო და ამის გაკეთება აქციის ერთერთ მონაწილეს რადგან მძთღოლი ბერიძე ადგილზე არ იმყოფებოდა უბრძანა. მიუხედავად გაფრთხილებისა რომ აქციის მონაწილეს ნართვის მოწმობა არ გააჩნდა უფროსმა აიძულა ის რომ რამდენიმე მეტრით მანქანა გადაეწია, რაც მან ვიდეოზე აღნეჭდა და საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა

'.$TEXT['print'].'