ოზურგეთის ავტოსადგურის ადმინისტრაცია - მგზავრობა შესაძლოა ყველა მიმართულებით გაძვირდეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ავტოსადგურის ადმინისტრაცია - მგზავრობა შესაძლოა ყველა მიმართულებით გაძვირდეს

"მიკროავტობუსებით მგზავრობა გარდა თბლისისა სხვა არცერთი მიმართულებით არ გაძვირებულა, თუმცა, თუ საწვავზე ფასების მატება არ დარეგულირდა შესაძლოა ის ყველა მიმართულებით, როგორც საქალაქთაშორისო, ასევე შიგა სოფლების მიმართულებით გაძვირდეს" - ეს განცხადება ოზურგეთის ავტოსადგურის დირექტორმა, შალვა ორაგველიძემ დღეს "გურიის მოამბესთან" საუბარში გააკეთა.

მისივე განცხადებით, მგზავრობის გაძვირება საწვავზე ფასების კვლავ მატებამ განაპირობა და ეს მძღოლების თხოვნის საფუძველზე და კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოხდა:

"10 წელზე მეტია ამ ფასს ვინარჩუნებთ, მოგეხსენებათ ყველა სხვა ტიპის ტრანსპორტზე თბილისამდე მგზავრობა, მაგალიტად მატარებლით, 20 ლარზე მეტია, დიდხანს ვცდილობდიტ რომ არ გაგვეძვირებინა მგზავრობის ფასი მაგრამ უკვე შეუძლებელია" - თქვა ავდტოსადგურის დირექტორმა.

ცნობისათვის: დღეიდან ოზურგეთიდან თბილისამდე (მათ შორის ქუთაისი გორი ხაშური), და პირიქით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობა 15 ლარიდან 20 ლარამდე გაძვირდა.მგზავრობა.

როგორც ოზურგეთის ავტოსადგურში ამბობენ, თუ საწვავზე ფასების მატება გაგრძელდა, ისინი იძულებულნი იქნებიან მგზავრობა როგორც ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, სამტრედიისა და ქუთაისის, ასევე ლანჩხუთი ჩოხატაურისა და ოზურგეთის სოფლების მიმართულებითაც გააძვირონ.

 

'.$TEXT['print'].'