ოზურგეთში ლიბერთი ბანკის შესასვლელში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ლიბერთი ბანკის შესასვლელში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ოზურგეთში, ლიბერთი ბანკის ფილიალის შესასვლელში არსებული  სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და თანხა წაიღეს.

გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, დღეს, ადრე დილით, გატეხეს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს ქურდებმა.

აღსანიშნავია, რომ, გაქურდული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ქალაქის ცენტრში, გაბრიელ ეპისკოპოსის, ქუჩაზე, ლიბერთი ბანკის ცენტრალური ფილიალის შესასვლელში იდგა.

აქედან გამომდინარე, რადგან თავად ბანკში კომენტარს არ აკეთებენ, უცნობია, ქურდები მხოლოდ სწრაფი ჩარიცხვის აპარატით შემოიფარგლნენ თუ ბანკშიც შეაღწიეს.

ფილიალის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტები ოფისში არ შეუშვა, რის გამოც ვერ შევძელით მოგვეპოვებინა ინფორმაცია, ამ მომენტისთვის ლიბერთი ბანკი ოზურგეთში აგრძელებს თუ არა ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობას.

წყარო: "გურიის მოამბე"

'.$TEXT['print'].'