აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას გურიაში პატივი მიაგეს
ავტორი: გურიის მოამბე
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას გურიაში პატივი მიაგეს

ხელისუფლების, საზოგადოებისა და ოპოზხიციის წარმომადგენლებმა ჯერ საქართველოს ეროვნული გმირის ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ზაზა დამენიას, შემდეგ კი აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

აგვისტოს ომში გურიიდან 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთერთია ოფიცერი თემურ ჭიტაძე, ხმელნიცკის აკადემიის კურსდამტავრებული რუსი ოკუპანტების მიერ ფოთის პორტის დაბომბვისას დაიღუპა. ფოთის პორტი რუსული ბომბდამშენების მიერ 8 აგვისტოს
ღამით დაიბომბა.

ჭიტაძე საქართველოს საზღვაო ჯარების ოფიცერი იყო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია

'.$TEXT['print'].'