გოგონა, რომელიც ქუჩის კედელს ფერადოვან სუნთქვას ჩუქნის- მოყვარული მხატვრის პეიზაჟი ოზურგეთიდან
ავტორი: გურიის მოამბე
გოგონა, რომელიც ქუჩის კედელს ფერადოვან სუნთქვას ჩუქნის- მოყვარული მხატვრის პეიზაჟი ოზურგეთიდან

ოზურგეთში, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ქუჩის კედლის მოხატვა მიმდინარეობს. კედელს მოყვარული მხატვარი, ელენე ინწკირველი ხატავს. ელენე “გურიის მოამბე“-სთან ყვება რომ, როდესაც ამ იდეის შესახებ გაიგო,ძალიან გაეხარდა და მაშინვე დათანხმდა შემოთავაზებას.მას უნდა, რომ თავისი ქალაქი უფრო მეტად გალამაზდეს.

„ოზურგეთში დავამთავრე სამხავრო სკოლა,მაგრამ თითქმის არ მივლია,მოგვიანებით დავიწყე ხატვა.ეს ჩემი პროფესია არაა.

კედლის მოხატვის  იდეა  ეკუთვნის  კერძო  კომპანია “ ეარ ნეტს“. ეს ადგილი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიზუალური თვალსაზრისით. დააპირეს გალამაზება.მე ვიყავი თბილისში,ვსწავლობ სამედიცინო უნივერსიტეტში,მეორე კურსის სტუდენტი ვარ.დამირეკეს,მთხოვეს კედლის მოხატვა და მეც რათქაუნდა დავთანხმდი.ძალიან გამეხარდება ოზურგეთი, თუ უფრო გალამაზდება.პირველად, ეს ქვემოთ მხარე გააკეთა მერიამ,ხოლო ჩემი ნახატის იდეა დააფინანსა „ეარნეტმა“.ნახატის იდეა გუნდური მუშაობის შედეგად წამოვიდა.“- გვიყვება ელენე.

 

'.$TEXT['print'].'