ოზურგეთის სასამართლოში უპრეცენდენტო სასამართლო პროცესი იწყება - "ნაძვის ხე" და გურული გლეხი
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის სასამართლოში უპრეცენდენტო სასამართლო პროცესი იწყება - "ნაძვის ხე" და გურული გლეხი

ამ დღეებში ოზურგეთის რაიონულს სასამართლოში უპრეცენდენტო სასამართლო პროცესი დაიწყება - "კრედო" ბანკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მკვიდრს უჩივის და მას 500 ლარს ედავება.

სარჩელის მიხედვით, აღნიშნულმა მოქალაქემ განვადებით "კრედო" ბანკისაგან წინასაახალწლო დღეებში 203 ლარის ღირებულების ნაძვის ხე და მისი სათამაშოები შეიძინა, თუმცა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა.

შესაბამისად, ბანკი გურული გლეხისაგან ნაძვის ხისა და სათამაშოების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს.

"გურიის მოამბე" "ბრალდებულ" გლეხს გაესაუბრა, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი იდენტიფიცირება ამ ეტაპზე არ მოხდეს:

გურული გლეხი:"ახალი წელი მოდის და ვზივარ სახლში ჩემდა... მანქანა მყავდა ბანკმა ჩამომართვა, ავეჯი მქონდა - ბანკმა წაიღო, ჰოდა, რაფერ ვზივარ ქი მიხვდებით ახლა. უცებ რეკავს ტელეფონი, ვუპასუხე - მეკითხებიან, საახალწლოდ განვადებით ნაძვის ხე ხომ არ გინდათო? კაპიკი ფული არ მაქ. ვიფიქრე, ვინცხა ახლობელი მაშაყირებს თქვა და მაგას ვუტირებ ყოფას -მეთქი. მინდა აბა არ მინდა?- ვუპასუხე, იმ მიზეზით, რომ გამომეაშკარავებინა ვინ იყო. მისამართი ჩაიწერა და უცებ ტელეფონიც გათიშა, ისე, რომ ვერ მოასწარი გაგება ვინ იყო და დამტია პირდაფჩენილი. ჯანდაბას-მეთქი უნდა ჩამელაპარაკებია და ატყდა ჭიშკართან სიგნალი, გევიხედე და რას გეიხადავ, ჩამოდიან, მოაქვენ უზარმაზარი ნაძის ხე სათამაშოებით, გადამეხვიენ, გადამკოცნენ, მომილოცენ და ხელის მოწერა მთხოვეს საბუთებზე. პირდაღებულმა მოვაწერე ხელი, არ გევიტეხე იხტიბარი მარა, ვაი ამფერ ხელმოწერას. ახლა კაი კი იყო წინა ახალი წელი მარა, ამ ახალ წელს რა გინდა რომ ქნა, uარეს დღეში რომ ჩამაგდო ბანკმა?! ისე, ახლაც იი ნაძვის ხეი მაქ, რავა გადავაგდებ, ამდენი დამიჯდა." - გვიყვება გაკვირვებული და გამწარებული გურული.

წყარო: 'გურიის მოამბე"

'.$TEXT['print'].'