მაკვანეთში "ფაროსანას" საწინააღმდეგო კვამლის გაშვების გამო ადგილობრივებმა სპეცმანქანა დაარბიეს
ავტორი: გურიის მოამბე
მაკვანეთში "ფაროსანას" საწინააღმდეგო კვამლის გაშვების გამო ადგილობრივებმა სპეცმანქანა დაარბიეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში სურსათის უვნებლობის კუთვნილ სპეცავტომანქანას, რომელიც ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში კვამლს სოფლის ერთ ერთ უბანში უშვებდა, მოსახლეობამ მინები ჩაუმსხვრია და სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ინფორმაცია კონფიდენციალურად სურსათი უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურის გურიის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

მათივე თქმით, სპეცმანქანებს გურიის უმრავლესობა სოფლებში კვამლის გაშვებას უკრძალავენ და მოსახლეობიდან მათ დიდი წინააღმდეგობა აქვთ.

მოსახლეობა მიიჩნევს რომ ამ კვამლის გამო მათ გაუნადგურდათ ბოსტნები, ხეხილი ფაროსანა კი ისევ ისე დარჩა. რის გამოც გურულებმა გასული ზამთარი შიმშილობის ზღვარზე გაატარეს.

რაც შეეხება მაკვანეთს, ინცინდენტი, დღეს, მას შემდეგ მოხდა, რაც სპეცმანქანებმა ტერიტორიის კვამლით დამუშავება მიუხედავად მოსახლეობის არაერთგზისი მოწოდებისა რომ ეს არ მომხდარიყო, მაინც დაიწყეს.

 

 

'.$TEXT['print'].'