შეკვეთილის აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მერიამაც შეუტია - ამჯერად აკუსტიკური ხმაურის ზვრული ნორმის დარღვევის გამო
ავტორი: გურიის მოამბე
შეკვეთილის აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მერიამაც შეუტია - ამჯერად აკუსტიკური ხმაურის ზვრული ნორმის დარღვევის გამო

ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მომედი კანონმდებლობით დასაშვები აკუსტიკური ხმაურის ზღვრული ნორმების დარღვევას ედავება.

როგორც "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან გვაცნობეს, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა სპეციალური აპარატურის გამოყენებით დაადგინეს, რომ აქციის მონაწილეეები აკუყსტიკური ხმაურის ზღვრულ ნორმას აჭარბებენ;

"შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მივმართეთ სასამართლო, კანონმდებლობით პირველ ეტაპზე ეს ითვალისწინებს სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო თუ მსგავსი კვლავ განმეორდება ჯარიმას 150 ლარის ოდენობით" - გვითხრეს აღნიშნულ სამსახურში.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ამ საკითხზე 22 აგვისტოს იმსჯელებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა "გურიის მოამბეს" უთხრეს სასამართლოში რამდენიმე ათეული აქციის მონაწილეა დაბარებული.

ცნობისათვის: უკვე თვეზე მეტია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის ირგვლივ აქციებს ყოველდღე "გააღვიძე ოლიგარქი" აწყობენ.

რამდენიმე ათეული ადამიანი ყოველღამით 23 საათზე ივანისვილის საცხოვრებელ სახლთან, ზღვის მხრიდან მიდიან და სხვადასხვა საყვირებით მაქსიმალური ხმაურის ფონზე ამ უკანასკნელისაგან გახარიას გადადგომას ითხოვენ.

 

'.$TEXT['print'].'