ქალაქ ოზურგეთში არსებული "ზებრები" ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს
ავტორი: გურიის მოამბე
ქალაქ ოზურგეთში არსებული "ზებრები" ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს

ქალაქ ოზურგეთში არსებული ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები ანუ ე.წ. "ზებრები" თავის არაკვალიფიციური  განლაგების გამო ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს ად ამავდროულად სოციალურ ქსელებში ქილიკის საგანი გახდა.

სურატებში, რომელიც "გურიის მოამბეს" მიაწოდეს. ნათლად ჩანს თუ რაოდენ საფრთხის შემცველია ეს გადასასვლელები.

ხშირ შემტხვევაში იქ სადაც უნდა იყოს არ არის და სადაც არ უნდა იყოს იქაა.

მაგალიტად იოანე პეტრიწის ქუცაზე, მაღაზია "მაგნიტთან"  არსებობს გასასვლელი თუმცა უკვე გზაზე გასული იქ "ზებრა" აღარ არის და მძღოლთა კეთილ ნებაზეა ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლე.

ოზურგეთის იუსტიციის სახლის წინ არსებული "ზებრა" თუ მისი სარგებლობა გადაწყვითეთ და მისი გამოყენებით შეეცადეთ მოპირდაპირე მხარეზე მაგალიტად "ჭადრების ბაღში" გადასვლა, ბაღის ნაცვლად ხეზე მოხდებით.

მოსახლეობის უმრავლესობა რედაქციასტან საუბრისას არ მალავს შეშფოთებას ამ ფაქტის მიმართ,

ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს პრობლემა საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობით უნდა მოგვარდეს.

თუმცა ამასტანავე წუხან, რომ საპატრულო პოლიციას ასეთი პრობლემები არ ანაღვლებს და ის ბოლო წლებში, ფაქტიურად საგადასახადო ინსპექციის დანამატად გარდაიქმნა, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაის უმრავლესობას ასეთი საკითხებისათვის არ სცალით რადგან სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ ოპონენტებზე როგორც "ტროლების ფაბრიკის" წარმომადგენელბი, "კომპრომატების" გავრცელებით არიან დაკავებულნი.

 

'.$TEXT['print'].'