ნასაკირალი სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბოსტნეულის გარეშე დატოვა
ავტორი: გურიის მოამბე
ნასაკირალი სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბოსტნეულის გარეშე დატოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მოსახლეობა ბოსტნეულის გარეშე, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ წუხელ ჩატარებული ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების (ე.წ. "დაფუტება" ანუ სპეციალური კვამლით შეწამლვა), შედეგად დარჩა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ნასაკირალიდან ატყობინებენ და შესაბამის ფოტომასალას აწვდიან.

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები გვეუბნებიან, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა აღნიშნულმა სამსახურმა დაბაში სპეციალური, ფაროსანას საწინააღმდეგო კვამლი მაინც გაუშვა, როგორც გვეუბნებიან სპეციალურად გვიან ღამით რომ მოსახლეობას კონტრზომები აე მიეღო.

შედეგად მთლიანად გაუნადგურდათ ადგილობრივებს ბოსტანი - კიტრო. პომიდორი და ხეხილი.

ნასაკირალში აცხადებენ, რომ ისევე როგორც შარშან, გლეხობა წელსაც ბოსტნეულის გარეშე დარჩა,

'.$TEXT['print'].'